Accentnews.ge
„თუ კარგად მოიქცევით, შეიძლება, დაგიშვათ" – რიჟვაძე ჟურნალისტს პასუხობს

„თუ კარგად მოიქცევით, შეიძლება, დაგიშვათ" – რიჟვაძე ჟურნალისტს პასუხობს

20/07/2021 14:03:29 პოლიტიკა

"თუ კარგად მოიქცევით და ზრდილობას გამოიჩენთ, მომავალში შეიძლება, დაგიშვათ",– ასე უპასუხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ "TV 25"-ის ჟურნალისტს კითხვაზე, "რატომ არ ეპატიჟებიან კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს მთავრობის სხდომაზე?".

5 ივლისს „სირცხვილიას“ ოფისთან სასტიკად ნაცემი „ტვ პირველის“ ოპერატორის გარდაცვალების შემდეგ – 11 ივლისიდან მოყოლებული ჟურნალისტები ყველა შესაძლებლობას იყენებენ, რათა გააპროტესტონ 5 ივლისს მოვლენები. ისინი 5 ივლისს ძალადობაში მონაწილე პირებისა და ძალადობის ორგანიზატორებს დასჯას მოითხოვენ. ასევე ითხოვენ, აიღოს პრემიერმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა და დატოვოს თანამდებობა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S