"ნონა მამულაშვილი მაგიდაზე ფეხშიშველი აბრძანდა, მაგიდა არის სრიალა და მეშინოდა, არ წაქცეულიყო, ახალგაზრდა ზარქუამ ფაქიზად, ჩამოიყვანა და გადაგვარჩინა"
20/07/2021 11:25:44 პოლიტიკა
დეპუტატი "ევროპელი სოციალისტებიდან" ფრიდონ ინჯია აცხადებს, რომ მისთვის მისაღები არ იყო საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილის ქცევა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თინა ბოკუჩავას მიმართ. თუმცა იქვე დასძენს, რომ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ მაგიდაზე ფეშიშველი ასული კოლეგა ნონა მამულაშვილი ინციდენტს გადაარჩინა.
მისი თქმით, რომ არა ირაკლი ზარქუა, ის თავად ჩამოიყვანდა მაგიდიდან მამულაშვილს.
„პაპუაშვილს ეს არ უნდა გაეკეთებინა, ქალბატონისთვის ხელი არ უნდა ეხლო. თუმცა ჩვენს გვერდით, ნონა მამულაშვილი მაგიდაზე ფეხშიშველი აბრძანდა, მაგიდა არის სრიალა და რომ არა ირაკლი ზარქუა, მან ისე ფაქიზად ჩამოაბრძანა ქვემოთ, თუ ის არ გააკეთებდა, მე გავაკეთებდი ამას. მეშინოდა, მამულაშვილი არ წაქცეულიყო, წინ გახარიას ხალხი ზის, უკან „სტრატეგია აღმაშენებლის" და ახალგაზრდა ზარქუამ ფაქიზად, ოსტატურად ჩამოყვანა მამულაშვილი და გადაგვარჩინა,"- განაცხადა ინჯიამ.


