ბადრი ჯაფარიძე პრემიერის თანამდებობაზე მამუკა ხაზარაძის კანდიდატურაზე მსჯელობას არ გამორიცხავს
20/07/2021 12:06:29 პოლიტიკა
ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე ჩრდილოვან კაბინეტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად პოლიტიკოსების – მამუკა ხაზარაძისა და გიორგი ვაშაძის კანდიდატურებზე მსჯელობას არ გამორიცხავს.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ მამუკა ხაზარაძე განიხილებოდეს პრემიერობის კანდიდატად, ჯაფარიძემ შემდეგი განაცხადა:
„რატომაც არა, მაგრამ ჯერ არ შევთანხმებულვართ ამაზე. არ გვქონია შეთანხმება, ასევე შეიძლება იყოს სხვა კანდიდატებიც, გიორგი ვაშაძეზე დღეს გაიჟღერა - რატომაც არა, განვიხილოთ სხვადასხვა კანდიდატი, ვიმსჯელოთ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.


