პარლამენტის რიგგარეშე სესიის მორიგი პლენარული სხდომა 22 ივლისს გაიმართება
20/07/2021 11:36:42 პოლიტიკა
პარლამენტის 2021 წლის 28 ივნისიდან მოწვეული რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა 22 ივლისს გაიმართება.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, პლენარულ სხდომაზე მთავარი განსახილველი საკითხი „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი იქნება.
პლენარული სხდომა 22 ივლისს 12:00 საათზე დაიწყება.


