Accentnews.ge
თურნავა – ღარიბაშვილის შესაძლო გადადგომაზე: "რა თქმა უნდა, არ განიხილავს"

თურნავა – ღარიბაშვილის შესაძლო გადადგომაზე: "რა თქმა უნდა, არ განიხილავს"

20/07/2021 08:38:41 პოლიტიკა

"რა თქმა უნდა, არ განიხილავს", - ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავა ჟურნალისტების კითხვას, განიხილავს თუ არა პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 5 ივლისის მოვლენებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას.

მისი თქმით, "დესტრუქციულ პოლიტიკურ ძალებს, ძალიან სურს მთავრობის გადადგომა, რათა ქვეყანაში ქაოსი და დესტრუქცია იყოს, ხელისუფლება კი ამას არ დაუშვებს".

"რა თქმა უნდა, არ განიხილავს. ჩვენ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ვართ, ჩვენი პასუხისმგებლობა გამოიხატება იმაში, რომ შესაბამისი ორგანო ძალიან ინტენსიურად ახორციელებს საგამოძიებო მოქმედებებს, საზოგადოება ამას ხედავს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყველა ვინც აგრესიაში მონაწილეობდა სათანადოდ დაისაჯოს. შეიძლება, დესტრუქციულ ძალებს ძალიან სურთ, გადადგეს პრემიერ–მინისტრი, გადადგეს მთავრობა, მაგრამ ვერ ეღირსებიან ამას. ჩვენ პასუხს ვაგებთ იმაზე, რომ იყოს სტაბილურობა, იყოს წესრიგი, იყოს განვითარება. ამ პანდემიურ ვითარებაში ეკონომიკამ, რომელმაც როგორც იქნა სული მოითქვა და ახლა აღდგენა და გაჯანსაღება ხდება, რომ ეს პოზიტიური ტენდენციები განვითარდეს", – განაცხადა თურნავამ.

უკვე ერთ კვირაზე მეტია ჟურნალისტები და საზოგადოების ნაწილი ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასა და 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე მოძალადეების დასჯას მოითხოვენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S