Accentnews.ge
"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს ტერიტორიებზე გამყოფი ხაზები აღარ გვქონდეს"

"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს ტერიტორიებზე გამყოფი ხაზები აღარ გვქონდეს"

19/07/2021 16:00:03 პოლიტიკა

საქართველოში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას აერთიანებთ სამიზნე წერტილი, მიაღწიონ სრულ ევროპულ ინტეგრაციას და აქვთ შესაძლებლობა, ამ გზაზე წარმატებით იარონ.

"ჩვენ გვაერთიანებს არამარტო მიმართულება და სამიზნე წერტილი, არამედ ჩვენი სურვილი, რომ ამ ტრიომ ეს გზა ხელიხელ ჩაკიდებულმა გავიაროთ, ჩვენი ქვეყნებისთვის მივაღწიოთ სრულ ევროპულ ინტეგრაციას. ჩვენ დარწმუნებული შეგვიძლია, ვიყოთ, ეს სამიზნე წერტილი მიღწევადია, რადგან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ამ წარმატებას აღნუსხავს და ევროპაში ჩვენს მომავალ პარტნიორებს აუცილებლად მიაწვდის. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა 49-ე მუხლის ფარგლებში, რომ ამ გზაზე წარმატებით ვიაროთ. ჩვენ ასევე გთავაზობთ, როგორც ბატონ მიშელს შევთავაზე, რომ მოხდეს ევროპული საბჭოს პრინციპების გადახედვა, ახალი მიდგომებით აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე "ტრიოს" უნდა მიეცეს საშუალება, წარმოადგინოს თავისი წარმატება, სტრატეგიული მიზნები პარტნიორობისთვის. ამ შესაძლებლობას ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.

მან აქცენტი რუსეთის აგრესიაზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ კრემლიდან მომდინარე შეტევებს "ტრიომ" ერთობლივი ძალებით უნდა ებრძოლოს:

"ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის არის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა. რუსეთის აგრესია და შეტევები ის საკითხია, რასაც უნდა ვებრძოლოთ, ეს მნიშვნელოვანი საკითხი იყო ჩვენი შეხვედრის ფარგლებში. [...] ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს ტერიტორიებზე გამყოფი ხაზები აღარ გვქონდეს. ძალიან დიდი ყურადღება დაეთმო უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას, შავი ზღვა უნდა იყოს ის სივრცე, სადაც საერთაშორისო საზღვაო კანონმდებლობა უნდა განვითარდეს და ჩვენი მიზანი შეიძლება იქნას მიღწეული უკრაინული ინიციატივის, ყირიმის ინიციტივის საფუძველზე".

ამასთან, მან პრეზიდენტ ზურაბიშვილს უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლების გამო მადლობა გადაუხადა:

"უკრაინის ორ მოქალაქეს ვაბრუნებთ, რომლებიც დაკავებულები იყვნენ და მადლობას მოვახსენებთ ამ საკითხთან მიმართებით სალომე ზურაბიშვილს. ქალბატონო, პრეზიდენტო, მე მადლობას მოგახსენებთ და აქვე, ყველას გარწმუნებთ, რომ ჩვენი მეგობარი საქართველო, ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, ისტორიული გამოცდების შემდეგ ცხადყოფს, რომ ძალა ერთობაშია".

ასოცირებული ტრიოს – საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის სახელმწიფოს მეთაურებმა დღეს ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომელშიც აღნიშნულია, რომ სამ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი აერთიანებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S