"ჩვენ ვართ მზად და გამიზნული გვაქვს, ვიბრძოლოთ ჩვენი ევროპული მომავლისთვის"
19/07/2021 15:53:35 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას არ სურს წარსულში დაბრუნება და სამივე ქვეყანას გამიზნული აქვს, იბრძოლოს ევროპული მომავლისთვის.
"ჩვენ ბევრი რამ გვაქვს საერთო, საერთო წარსული, საერთო გამოწვევები, ჩვენი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის კუთხით, საერთო გამოწვევები, ჩვენი უსაფრთხოების და დესტაბილიზაციის მცდელობების კუთხით, რაც შეიძლება იყოს გარე და შიდა წყაროებიდან, თუმცა, ჩვენ ასევე საერთო გვაქვს ის, რომ არ გვინდა დავბრუნდეთ წარსულში. ჩვენ ვართ მზად და გამიზნული გვაქვს, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი ევროპული მომავლისთვის, ვებრძოლოთ პოლარიზაციის შემთხვევებს და გამოწვევებს გარედან და შიგნიდან. ჩვენი ევროპული რეაგირებაში არ მოხდება, არც სტაგნაცია, არც შეყოვნება. მოხდება მხოლოდ წინსვლა, მიზანმიმართულად სწორი მიმართულებით და ეს არის გამძლეობის ნიშანი. ასოცირება არ უნდა იყოს მხოლოდ სიტყვა, მას ახალი მნიშვნელობა უნდა გააჩნდეს, უნდა გაითვალისწინოს ჩვენი სამი ქვეყნის ლიდერთა გონების, საერთო განწყობის და მიდგომების, დემოკრატიული მმართველობის, ძლიერი საზოგადოების მშენებლობის საერთო მიდგომების ნიშანი, რათა განვითარდეს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკა, ერთობლივი პროექტებით და საერთო მიდგომები არსებობდეს კონფლიქტების და ოკუპაციის დასაძლევად. ასოცირება ახალი მნიშვნელობის მქონე უნდა გაჩნდეს, იმდენად რამდენადაც ჩვენ ვიკისრეთ ვალდებულება, რომ გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ რეფორმები, ადაპტაცია, ევროკავშირის კანონდებლობასთან, გავაძლიეროთ ჩვენი სამართლის უზენაესობა და პრინციპები. ასევე ვკისრულობთ ვალდებულებას, ერთმანეთს დავუჭიროთ მხარი, გავაძლიეროთ ერთმანეთი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.


