"ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები ევროკავშირთან ინტეგრაციასთან დაკავშირებით სახლში გველის"
19/07/2021 15:36:15 პოლიტიკა
მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ "ასოცირებული ტრიოს" ქვეყნებს "პირველი ნაბიჯები ევროკავშირთან ინტეგრაციასთან დაკავშირებით სახლში ელით".
მისივე თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობა ნამდვილი წარმატებაა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის.
"ერთობლივად ჩვენ ვაუმჯობესებთ ჩვენს ხილვადობას ევროპაში და თან, ეს პლატფორმა გვეხმარება დამატებითი ინსტრუმენტების საშუალებით საერთო გამოწვევებს გავუმკლავდეთ, იქნება ეს "კოვიდი", ჰიბრიდული საფრთხეები თუ კლიმატის ცვლილებები და კონსოლიდირებული ძალისხმევის სარგებელი, ნამდვილად თვალხილულია", – განაცხადა სანდუმ
როგორც მან აღნიშნა, მთავარ პრობლემებთან და გამოწვევებთან ბრძოლა ახლა სწორედ საკუთარ ქვეყნებში უნდა დაიწყონ:
"„ქართველი და უკრაინელი მეგობრების გარეშე ჩვენ ვერ მოვახერხებდით ჩვენ ახალი ხედვის ჩამოყალიბებას. აღმოსავლეთ პარტნიორობა უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ჩვენ ვისაუბრეთ დღეს, თუ როგორ შეიძლება ევროკავშირთან უფრო სიღრმისეული ინტეგრაცია, რომ სახლში ვიგრძნოთ თავი ევროპაში ყოფნისას. [...] ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები ევროკავშირთან ინტეგრაციასთან დაკავშირებით სახლში გველის, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, სამართლის უზენაესობის გაძლიერება, სასამართლო სისტემაში დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულობის გაზრდა, ანტიკორუფციული სისტემის გაძლიერება დაგვიბრუნებს ნდობას მოსახლეობის მხრიდან. ეს არის აუცილებელი და თავს ვერ ავარიდებთ".
„ასოცირებული ტრიოს“ – საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის სახელმწიფოს მეთაურებმა დღეს ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომელშიც აღნიშნულია, რომ სამ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი აერთიანებს.


