Accentnews.ge
„პრეზიდენტ მიშელის რიტორიკა არ იყო ადეკვატური, არ ასახავდა იმ დრამატულ ვითარებას, რამდენად ზღვარზეა ქვეყანა"

„პრეზიდენტ მიშელის რიტორიკა არ იყო ადეკვატური, არ ასახავდა იმ დრამატულ ვითარებას, რამდენად ზღვარზეა ქვეყანა"

19/07/2021 13:18:32 პოლიტიკა

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის რიტორიკა და ლექსიკა არ იყო ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან ადეკვატური.

“პრეზიდენტ მიშელის დღევანდელ გამოსვლებში ყველა ის საკვანძო საკითხი –ის, რომ უმცირესობების საკითხი არ შეიძლება იყოს ჩათვლილი მეორეხარისხოვნად; ის, რომ სიტყვის და მედიის თავისუფლება საკვანძოა; ის, რომ შეჩერდება დახმარება საქართველოსთვის პირველად ამ წლების განმავლობაში იმის გამო, რაც ხდება ქვეყნის შიგნით სასამართლოსთან მიმართებით და ზოგადად –ყველაფერი ეს ითქვა.

ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, პრეზიდენტ მიშელის რიტორიკა და ლექსიკა არ იყო ადეკვატური, იყო ზედიპლომატიური… არ ასახავდა იმ დრამატულ ვითარებას, რამდენად ზღვარზეა ქვეყანა, რამხელა ხიფათის...” – განაცხადა ბოკერიამ „ტვ პირველის“ ეთერში.

პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ მიშელის მიდგომა გასაკვირი არ არის კონტექსტის გათვალისწინებით:

“ბევრად უფრო მკაცრი და მკაფიო იყო ევროკავშირის ელჩების განცხადება. არ უნდა გაგვიკვირდეს: პრეზიდენტი მიშელი ჩამოვიდა კონფერენციაზე, სადაც მოლდოვა და უკრაინა იყო ზოგადი გეოპოლიტიკური მხარდაჭერის კონტექსტში. ვვარაუდობ, ის გაწბილებულიც იქნება – ეგონა, უკვე წარმატება იყო მიღწეული, გარღვევა და ეს სერიოზული შეცდომა იყო, მიუხედავად იმისა, რომ მან ყველა საკითხზე ზოგადი პოზიცია სწორად ჩამოაყალიბა. ჩემთვის პრობლემა უფრო ადგილობრივი პოლიტიკური სპექტრის ზოგიერთი წარმომადგენელია, რომელიც ამ ვითარებაზე ისე საუბრობს, თითოს ვითარება ნორმალურია. ანუ, პრობლემებია, მაგრამ არა დრამატულად სახიფათო” – განმარტავს ბოკერია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S