Accentnews.ge
„იმედი გვაქვს, შეასრულებთ ვალდებულებებს“ – შარლ მიშელი საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის ლიდერებს მიმართავს

„იმედი გვაქვს, შეასრულებთ ვალდებულებებს“ – შარლ მიშელი საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის ლიდერებს მიმართავს

19/07/2021 12:09:56 პოლიტიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, რომელიც ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაზე იმყოფება, აღნიშნა, რომ ევროკავშირი დარჩება სანდო და ძლიერ პარტნიორად საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის.

მისივე თქმით, ქვეყნებმა უნდა შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები რეფორმების განხორციელების კუთხით, სწორედ თავისივე მოქალაქეების საკეთილდღეოდ.

"დეკემბერში ჩვენ გვექნება შემდეგი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ბრიუსელში და თქვენ ყველას საჯაროდ გპირდებით, რომ ევროკავშირი დარჩება ძლიერ და სანდო პარტნიორად თქვენი ქვეყნებისთვის. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შეასრულებთ ნაკისრ ვალდებულებებს რეფორმების მიმართულებით არა ბრიუსელის გასახარად, არამედ თქვენივე ხალხის ინტერესების გათვალისწინებით და მათ საკეთილდღეოდ,"-განაცხადა შარლ მიშელმა.

მისივე თქმით, ევროკავშირი საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას სრულ სოლიდარობას უცხადებს.

"დღეს საქართველო, მოლდოვა და უკრაინა არიან დამოუკიდებელნი, უკვე 30 წელია. ერთი თაობა ძალიან ძლიერი წინსვლისა და დაბრკოლებებისა. ერთი თაობა, რომელიც განსაზღვრავს მომავალს და აშენებს საკუთარ სივრცეს კეთილდღეობის, თანამშრომლობის ამ საერთო ფასეულობების საფუძველზე და არ ყოფილა ეს იოლი გზა. ეს სულისკვეთება, რომელიც მიმდინარეობდა დესტაბილიზაციის, ამ გამოწვევების, აგრესიის საფუძველზე და პირობებში. ევროკავშირი თქვენთან არის, სრულ სოლიდარობას გიცხადებთ".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S