„აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან ვიმყოფებოდი, ჩვენთანაც მსგავსი ტრაგიკული სიტუაციაა და სწორი არჩევანი მნიშვნელოვანია“
19/07/2021 11:58:27 პოლიტიკა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე, მათ შორის, ოკუპაციის პრობლემებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ უკრაინას და საქართველოს იდენტური სიტუაცია აქვთ.
მისი თქმით, სწორედ ასეთ სიტუაციაშია მნიშვნელოვანი სწორი არჩევანის გაკეთება.
"ჩემი ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან ვიმყოფებოდი, რათა მენახა უსაფრთხოების საკითხები, ადამიანთა უფლებების დარღვევები, საკუთარი ყურით მომესმინა. უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიც მსგავსი ტრაგიკული სიტუაციის მქონეა. ასეთ შემთხვევებში კარგად გვესმის, ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლისთვის სწორი არჩევანის გაკეთება,"- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს ეს არჩევანი უკვე გაკეთებული აქვთ ევროპის სასარგებლოდ.


