Accentnews.ge
„ფინანსური მხარდაჭერის შედეგად ნორმალური მდგომარეობა ბრუნდება და ჩვენს ეკონომიკაში ბუმი იწყება“

„ფინანსური მხარდაჭერის შედეგად ნორმალური მდგომარეობა ბრუნდება და ჩვენს ეკონომიკაში ბუმი იწყება“

19/07/2021 11:41:44 პოლიტიკა

პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან განახლებული, მრავალმხრივი ფინანსური მხარდაჭერის შედეგად საქართველოში ეკონომიკა ძლიერდება. ამის შესახებ პრემიერმა ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

"საქართველომ პანდემიას თავი დააღწია, განახლებული ძალებითა და შემართებით საქართველომ ყურადღება გაამახვილა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე, და თან თავის წილ საქმეს აკეთებს რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში.

დღეს ჩვენი დემოკრატია ფორმაშია ევროკავშირისა და ამერიკელი მეგობრების ძალისხმევით, რომელიც შარლ მიშელის ხელმძღვანელობით ხორციელდება. განახლებული, მრავალმხრივი ფინანსური მხარდაჭერის შედეგად ნორმალური მდგომარეობა ბრუნდება და ჩვენს ეკონომიკაში ბუმი იწყება," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ოთხს პრეზიდენტს (მოლდოვას, უკრაინის, საქართველოს, ევროპული საბჭოს) მოუწოდა, დადონ პირობა, რომ რეგიონს ოაზისად აქცევენ:

"კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ გადამწყვეტ როლს, რომელსაც ევროკავშირი და შეერთებული შტატები ასრულებენ საქართველოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიმართულებით. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საერთაშორისო ფორმატში მხოლოდ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უზრუნველყო მუშაობა და მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საოკუპაციო ძალების პროვოკაციების აღკვეთას 2008 წლის რუსული აგრესიის შემდეგ. ევროკავშირი და შეერთებული შტატები იყვნენ სამაგალითო პარტნიორები ჩვენი უსაფრთხოების, ჩვენი ეკონომიკის და ჩვენი დემოკრატიის განმტკიცების მიმართულებით. ჩვენ ახალგაზრდა დემოკრატია ვართ, მაგრამ ვუსმენთ, ვსწავლობთ და ვვითარდებით, თან ვცდილობთ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მეტ ინტეგრაციას. როგორც ჩემი გამოსვლის დასაწყისში ვთქვი: მოდით, აქ ყველამ დავდოთ პირობა, რომ ჩვენს რეგიონს შესაძლებლობების ოაზისად ვაქცევთ და არ დავტოვებთ კონფლიქტების რეგიონად".

ამასთან, ღარიბაშვილმა აღნისნა, რომ საქართველო ევროკავშირში წევრობისთვის განაცხადის გასაკეთებლად ემზადება:

"ჩვენ გულმოდგინედ ვაგრძელებთ რეფორმებს ევროკავშირთან უფრო ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების, სამართლებრივი დაახლოებისა და მარეგულირებელი ნორმების ევროკავშირის დირექტივებთან თავსებადობისთვის. აუცილებელია, რომ ჩვენ მეტი კავშირები დავამყაროთ ევროკავშირთან დარგობრივი პოლიტიკის დონეზე და საერთო სფეროების ფარგლებში. როგორც მოგეხსენებათ, ჩემმა მთავრობამ ამბიციური პირობა დადო 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის წარდგენისთვის ქვეყნის მოსამზადებლად. დარწმუნებული ვარ, რომ რეფორმების გაგრძელებით, ასოცირების შეთანხმების სტაბილური განხორციელებით და ევროკავშირთან ეტაპობრივი დაახლოებით, ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S