Accentnews.ge
უკრაინის პრეზიდენტი საქართველოშია

უკრაინის პრეზიდენტი საქართველოშია

19/07/2021 08:16:24 პოლიტიკა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოშია.

ზელენსკიმ საქართველოსა და მოლდოვის პრეზიდენტებთან ერთად მონაწილეობა უნდა მიიღოს საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც ბათუმში იმართება.

"ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია" - ასე ჰქვია ღონისძიებას, რომელზეც ახალი ტრანს-ატლანტიკური დღის წესრიგი და მოკავშირეებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილება.

როგორც ცნობილია, ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტი ენგურის ხიდზე, საოკუპაციო ხაზთანაც გაემგზავრება.

ზელენსკის ვიზიტამდე საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინელი პატიმრები შეიწყალა. მათ ქართულმა სასამართლომ განაჩენი ოთხი დღის წინ გამოუტანა.

ზელენსკიმ პრეზიდენტს შეწყალებისთვის მადლობა გადაუხადა.

უნდა აღინიშნოს, რომ შეწყალების აქტს ოპოზიციაში ზელენსკის ვიზიტს უკავშირებენ. მათი ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი არ იყო გადაწყვეტილი, თავად დაკავებულები შეწყალების თაობაზე გაცხადების დაწერაზე უარს ამბობდნენ, არც ქართული მხარე გეგმავდა მათ შეწყალებას, თუმცა საკითხი საბოლოო ჯამში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხისტმა პოზიციამ განაპირობა. ადვოკატები ამბობენ, რომ შეწყალების აქტი გამოიცა ისე, რომ მსჯავრდებულებს ამის შესახებ არ უთხოვიათ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S