Accentnews.ge
რა საკითხებზე ისაუბრა ოპოზიციამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან

რა საკითხებზე ისაუბრა ოპოზიციამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან

19/07/2021 08:09:45 პოლიტიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა.

როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, ერთ-ერთი საკითხი 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენები იყო.

მისი თქმით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მომხდარი საქართველოსთვის ევროპული გზის წესრიგიდან უკან დახევაა.

სამადაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ხელისუფლებაზე ზეწოლის მექანიზმებსაც.

"გვქონდა საუბარი იმაზე, რომ ზეწოლის მექანიზმები ამ ხელისუფლებაზე, რომელიც ღიად და აშკარად, ფაქტობრივად უარს ამბობს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე, უნდა გაძლიერდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უახლოეს მომავალში ვიხილავთ ევროპული მხრიდან შესაბამისი სანქციების ამუშავებაზე მსჯელობას. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნისთვის განკუთვნილი დახმარება პირობითობის პრინციპის დაცვით, შესაძლოა შეჩერებული იქნას იმ პრობლემების გამო, რომელიც შეიქმნა, მათ შორის მიშელის დოკუმენტის იმპლემენტაციის თვალსაზრისით", - ამბობს სამადაშვილი.

მისივე თქმით, თუ „ქართული ოცნება“ შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული პუნქტების შესრულებას არ დაიწყებს, შესაძლოა, ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დახმარების პაკეტი გადაიხედოს:

"ვფიქრობ, რომ თუ არაფერი არ შეიცვლება და ქართული ოცნება მიშელის დოკუმენტის ყველა პუნქტზე კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამს, საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დახმარების პაკეტის გადახედვა შესაძლოა მოხდეს", - თქვა სამადაშვილმა და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე შარლ მიშელმა დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერისკენ მოუწოდა.

ჩვენ მოვისმინეთ ასევე მოწოდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტისგან, რომ სასურველია დოკუმენტს შეუერთდეს ყველა ოპოზიციური პარტია ამ ქვეყანაში, რომელსც სურს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფა", - თქვა სამადაშვილმა.

შარლ მიშელთან გამართული შეხვედრის შემდეგ „ლელოს“ ერთ–ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართველი ხალხისა რეფორმებისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა.

„ჩვენი უახლოესი და უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორის უმაღლესმა თანამდებობის პირმა დაადასტურა ჩვენი ხალხის უპირობო მხარდაჭერა და ის, რომ ევროკავშირი გააგრძელებს რეფორმების მხარდაჭერას. გვქონდა ანალიზის შესაძლებლობა იმაზე, რაც შეეხება შეთანხმებას და შესრულების პროცესს. იყო ღიად დემონსტრირებული, როგორ არღვევს შეთანხმებას ოცნება მოსამართლეების დანიშვნის ნაწილში, რომ გადადებული იქნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების დანიშვნა, გადაიდო ძალაუფლების გადანაწილების შესახებ შეთანხმების მუხლის იმპლემენტაცია.

მიშელი გააგრძელებს ჩართულობას ამ პროცესში, რომ შეთანხმება, რომელსაც ჰქვია "საქართველოს მომავლის საგზაო რუკა", განხორციელდეს. ეს სჭირდება ჩვენს ხალხს, ქვეყანას. რეგიონული გამოწვევების ფონზე ამ შეთანხმების იმპლემენტაცია არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ დამფუძნებლის გიორგი ვაშაძის თქმით, საუბარი 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებს შეეხო:

„რა თქმა უნდა ვისაუბრეთ 5 ივლისის უმძიმეს ძალადობის ფაქტებზე, რომელიც იყო ჟურნალისტებთან მიმართებაში. კონკრეტულად ვუთხარით ფაქტები, რომ პოლიციამ არათუ ვერ, არ დაიცვა საქართველოს მოქალაქეები. უფრო მეტიც, კორიდორებს უკეთებდა მოძალადე ჯგუფებს იმისთვის, რომ თავს დასხმოდნენ კონკრეტულ ადამიანებს“.

„გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ შეხვედრაზე მან „ენმსა“ და „ქართულ ოცნებაზე“ იწუწუნა, რომლებიც ერთმნეთთან „ჩხუბის გამო არ გვაძლევენ შესაძლებლობას, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სხვა თემებზეც ვისაუბროთ“.

ენმ–ის წევრ ხატია დეკანოიძეს აქვს მოლოდინი, რომ შარლ მიშელს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან მიმე საუბარი ექნება.

შარლ მიშელი საქართველოში 18 ივლისს ჩამოვიდა. ის ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დღეს გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ ეს შარლ მიშელის მესამე ვიზიტია საქართველოში.

ამ წუთებში ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ხვდება. მას შეხვედრამდე ჟურნალისტებთან არ უსაბრია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S