Accentnews.ge
შარლ მიშელი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება

შარლ მიშელი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება

19/07/2021 06:18:07 პოლიტიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა აღნიშნეს, საუბარი შეეხება როგორც 19 აპრილის შეთანხმების დოკუმენტს, ასევე 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს.

"დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი არ იქნება მხოლოდ დოკუმენტზე, რომელსაც ხელისუფლების და ოპოზიციის მხრიდან მოეწერა ხელი და ჰქვია შარლ მიშელის დოკუმენტი. საუბარი არ იქნება მხოლოდ იმ პუნქტებზე, რომლის დარღვევასაც ცდილობს ქართული ოცნება ყოველ ჯერზე. ჩვენ რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან, რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს სწორედ ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანთან", - აცხადებს დეპუტატი ხათუნა სამნიძე.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა მედიასთან თქვეს, რომ მიშელს ჟურნალისტების სათქმელსაც გადასცემენ.

"მიშელთან შეხვედრაზე ჩვენ გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები, პირველ რიგში ეს შეეხება 19 აპრილის შეთანხმების დარღვევას, და მეორე რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი. დემოკრატიული უკუსვლა, ძალიან აშკარაა უკვე, რომ საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. თავდასხმა ჟურნალისტებზე, თავდასხმა უმცირესობაზე, მათ შორის უპასუხისმგებლობა შს სამინისტრო და პრემიერმინისტრის მხრიდან, ეს იქნება ჩვენი ძირითადი გზავნილები", - განაცხადა ენმ-ს წევრმა ხატია დეკანოიძემ.

დეპუტატ, სალომე სამადაშვილის თქმით, მათი პოზიციაა, რომ ეს ხელისუფლება ვადამდელი არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს და ამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა 19 აპრილის შეთანხმების შესრულებაა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროპისკენ ინტეგრაციის გზას გადაუხვია და ამაზე ექნება შარლ მიშელთან მსჯელობა":

"ქართულმა ოცნება" ერთის მხრივ, ძალადობს არა მარტო ჟურნალისტებზე, არამედ საკუთარ მოქალაქეებზე და მეორეს მხრივ, არ ასრულებს შარლ მიშელის შეთანხმების ნაკისრ ვალდებულებებს. შარლ მიშელის დოკუმენტი ეს არის საქართველოს ევროპისკენ გზა. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია შარლ მიშელის და ევროპული საბჭოს სრული ჩართულობა იმისთვის, რომ შემოვატრიალოთ პროცესი და საქართველო წავიდეს ისევ ევროპული კურსით. ის, რასაც დღეს „ქართული ოცნება“ აკეთებს, ეწინააღმდეგება ჩვენი მოქალაქეების არჩევენას და ინტერესს, პირდაპირ მიზანმიმართულად აფერხებს ევროპისკენ ინტეგრაციის პროცესს“.

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ევროპის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრისას ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბევრი უნდა ისაუბრონ იმ შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომელიც სწორედ მიშელის მედიაციით შედგა:

„ბევრი სასაუბრო გვაქვს იმ შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომელიც პრეზიდენტ მიშელის მედიაციით შედგა. ვისაუბრებთ მისი განხორციელების პროცესზე , იმაზე, თუ როგორ ირღვევა ცალმხრივად „ქართული ოცნების“ მიერ. ასევე საუბარი გვექნება საქართველოში მიმდინარე სხვა პროცესებთან დაკავშირებით".

ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან გამართავს.

ცნობისთვის: შარლ მიშელი უკვე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში გუშინ, 18 ივლისს ჩამოვიდა. ის ბათუმის მე-17 საერათაშორისო კონფერენციაში "ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია" მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიება დღის მეორე ნახევარში გაიმართება, მასში მონაწილეობას საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი და ირაკლი ღარიბაშვილი მიიღებენ მონაწილეობას.

საღამოს ლიდერთა შეხვედრაა დაგეგმილი - ღონისძიებას პრეზიდენტის მოწვევით მოლდოვისა და უკრაინის პრეზიდენტებიც დაესწრებიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S