Accentnews.ge
სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს შეხვდა

19/07/2021 05:25:57 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ცნობით, შარლ მიშელი საქართველოში პრეზიდენტის მოწვევით გუშინ ჩამოვიდა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დღეს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ მიიღებს მონაწილეობას, რომლის ფარგლებშიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებული ქვეყნების ლიდერთა შეხვედრა გაიმართება.

გარდა ამისა, დაგეგმილია შეხვედრები როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S