Accentnews.ge
კონგრესის წევრები და მე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე არასოდეს ვიტყვით უარს - კინზინგერი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე

კონგრესის წევრები და მე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე არასოდეს ვიტყვით უარს - კინზინგერი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე

19/07/2021 05:10:11 პოლიტიკა

ამერიკელი კონგრესმენის, საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერის განცხადებით, "კონგრესის წევრები და თავადაც პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე არასოდეს იტყვიან უარს".

ასე გამოეხმაურა ის "ტვიტერში", მოქალაქე დემნა დევდარიანის პოსტს, რომელიც ირწმუნებოდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის "ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი ჩაიშალა, რისი მიზეზიც კონგრესმენების მხრიდან შეხვედრებისადმი ნულის ტოლი ინტერესი გახდა".

"კონგრესის წევრები და მე არასოდეს ვიტყვით პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე უარს. ამ კვირაში ვაშინგტონში არ ვართ და შესაბამისად ეს შეხვედრა ამიტომ იქნებოდა შეუძლებელი" - დაწერა ამერიკელმა კონგრესმენმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S