Accentnews.ge
"ეს სრული სიყალბეა“ – კინზინგერი ღარიბაშვილს პასუხობს

"ეს სრული სიყალბეა“ – კინზინგერი ღარიბაშვილს პასუხობს

18/07/2021 13:37:45 პოლიტიკა

ამერიკელი კონგრესმენი, საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება. საქმე ეხება ღარიბაშვილის განცხადებას, როდესაც მან მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ თითქოს წინა ხელისუფლების სასამართლოზე, ამერიკისგან და ევროპისგან კრიტიკა არ მოუსმენია.

"ეს სრული სიყალბეა. ჩვენ ხშირად ვიყავით კრიტიკულები. ახლა, როგორც ჩანს, პროგრესი ნელდება და საქართველოს მთავრობა ღიად არღვევს შეთანხმებებს", - ნათქვამია კინზინგერის ტვიტში.

ღარიბაშვილის განცხადებას საქართველოში აშშ–ის ყოფილმა ელჩმაც უპასუხა:

"ეს სიმართლე არაა. შეხედეთ ადამიანის უფლებების მოხსენებას - იქ ყოველთვის იყო კრიტიკა ნაციონალური მოძრაობის ეპოქის სასამართლოზე. გაითვალისწინეთ 2011 წელი - "ტყუილი, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები", "პატიმრების სასტიკი მოპყრობა ოფიციალური პირების მიერ", "სასამართლო ხელისუფლებამ განაგრძო ქმედება მმართველი პარტიის სასარგებლოდ". ეს მაგალითების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რომელიც სააკაშვილის სასამართლო სისტემის კრიტიკას ეხებოდა. ქართველებმა უნდა იცოდნენ სიმართლე. ჩვენ, ამერიკელებმა ვიცით ისეთი ლიდერის საშიშროება, რომელიც იგონებს საკუთარ ფაქტებს და გაურბის სიმართლეს", - წერს სოციალურ ქსელში იან კელი.

ირაკლი ღარიბაშვილმა 17 ივლისს შემდეგი განცხადება გააკეთა:

„2012 წლამდე სასამართლო იყო ჩვეულებრივი პროკურატურის დანაყოფი. მე სამწუხაროდ და ძალიან მიკვირს, არ მომისმენია არასდროს არც ამერიკის და არც ევროპის კრიტიკული შენიშვნა იმდროინდელი სასამართლოს მიმართ. რაც სამწუხაროა და არაა სამართლიანი“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S