Accentnews.ge
სპიკერატთან მომხდარი ინციდენტის გამო მმართველი პარტიის ორი დეპუტატის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვენ

სპიკერატთან მომხდარი ინციდენტის გამო მმართველი პარტიის ორი დეპუტატის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვენ

18/07/2021 13:22:01 პოლიტიკა

"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტის ეთიკის საბჭოს სპიკერატთან მომხდარი ინციდენტის ფაქტის შესწავლისკენ და მმართველი პარტიის დეპუტატების პასუხისმგებლობის დაყენებისა და დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. საუბარია ინციდენტზე, რა დროსაც „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მგალობლიშვილმა თინა ბოკუჩავას ტრანსფარანტი ჩამოართვა, შემდეგ კი თინა ბოკუჩავა ადგილიდან ძალის გამოყენებით შალვა პაპუაშვილმა გაიყვანა.

ბოკუჩავას განცხადებით, "ქართული ოცნება" და ძალადობრივი ჯგუფები ერთი მედლის 2 მხარეს წარმოადგენენ და სწორედ ამიტომაც არ სჯის დამნაშავე მოძალადეებს ხელისუფლება:

"რატომ არ დაისაჯა ძალადობის მომწოდებელი ფალავანდიშვილი, მახარაძე, მორგოშია, იმიტომ რომ ბატონი გომელაური, ბატონი ღარიბაშვილი და ეს მოძალადეები, ერთი მედლის ორი მხარეა. დღევანდელმა დღემაც დაადასტურა, რომ ქართული ოცნების სამარკო ნიშანი, ერთადერთი რამ რითაც ხელისუფლებას ინარჩუნებს არის ძალადობა. ისინი ძალადობენ დეპუტატებზე, ძალადობენ ჟურნალისტებზე. კლავენ ჟურნალისტებს მხოლოდ იმისთვის, რომ ნებისმიერი ფორმით შეინარჩუნონ ძალაუფლება. გომელაურს, რომლისგანაც დღეს საზოგადოება ერთადერთ განცხადებას ელოდა გადადგომის შესახებ, მაინც მოუწევს გადადგომა და საკუთარ წილ სისხლიან ხელს ბიძინა ივანიშვილი მას შეაწმენდს , როდესაც გაუშვებს თანამდებობიდან,"- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დღეს პარლამნტში შს მინისტრის მოსმენა ჩაიშალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S