პარლამენტში სხდომა, რომელზეც გომელაურისთვის უნდა მოესმინათ, ჩაიშალა
18/07/2021 11:05:09 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, პარლამენტში შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს დღეს აღარ მოუსმენენ.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, საკითხი დღეისთვის დახურულია და საკითხზე დეპუტატები სხვა სხდომაზე იმსჯელებენ.
აღნიშნულს წინ უძღოდა ჯერ დეპუტატების პერფორმანსი, რასაც პარლამენტში ხმაური მოჰყვა, შემდეგ კი ჟურნალისტებმა სხდომათა დარბაზში შს მინისტრის გამოჩენისთანავე გადმოკიდეს ბანერი, რომლის მეშვეობითაც მდუმარედ ითხოვდნენ დამნაშავეების დასჯას და პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებზე.
დეპუტატმა ზარქუამ ჟურნალისტებს სთხოვა ბანერის ჩამოხსნა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.
შს მინისტრმა სხდომათა დარბაზი დატოვა.


