Accentnews.ge
"ხელისუფლებას გამოუვა იმდენი, რამდენის უფლებასაც საზოგადოება მისცემს"

"ხელისუფლებას გამოუვა იმდენი, რამდენის უფლებასაც საზოგადოება მისცემს"

17/07/2021 14:19:21 პოლიტიკა

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ "ხელისუფლებას გამოუვა იმდენი, რამდენის უფლებასაც საზოგადოება მისცემს".

"ნებისმიერ ხელისუფლებას გამოუვა იმდენი, რამდენის უფლებასაც საზოგადოება მას მისცემს.შესაბამისად, თუ ჩვენ ვთვლით, რომ უნდა ვიცხოვროთ დემოკრატიულ საქართველოში, თუ ვთვლით რომ ჩვენი უფლებები მნიშვნელოვანია, თუ ჩვენ თავს არ ვთვლით მასად, რომელსაც ერთმანეთს მიუქსევენ და ამით გაართობენ, მაშინ ეს არ გამოუვათ, ეს არის კიდევ ერთი გამოცდა, კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც უნდა გავიაროთ ერთად", - განაცხადა მარგველაშვილმა, რომელიც მედიის ორგანიზებით მიმდინარე საპროტესტო აქციას ესწრება.

თბილისში, პარლამენტის წინ მედიის ორგანიზებით საპროტესტო აქცია იწყება. აქციის მონაწილეები ჟურნალისტებზე ძალადობაში მონაწილე ყველა პირის დასჯასა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას მოითხოვენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S