პარლამენტთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან
17/07/2021 14:02:23 პოლიტიკა, საზოგადოება
მედიის პროტესტი უცვლელი მოთხოვნებით – "გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი, დაისაჯოს ყველა მოძალადე" გრძელდება.
აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის წინ იკრიბებიან.
საკანონმდებლო ორგანოსთან უკვე მოწყობილია სცენა და შეკრებილნი არიან როგორც რიგითი მოქალაქეები, ისე მედიასაშუალებების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას განცხადებით, აქციებს პერმანენტული სახე ექნება, ვიდრე არ დაისჯებიან დამნაშავეები და პასუხისმგებლობას არ აიღებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.


