Accentnews.ge
"ჩვენ ვართ გამორჩეული ვარსკვლავი "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებს შორის"

"ჩვენ ვართ გამორჩეული ვარსკვლავი "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებს შორის"

17/07/2021 09:08:41 პოლიტიკა

ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს და ვართ გამორჩეული ვარსკვლავი, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, ჩვენი მიღწეული რეფორმებით, საქმეებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ეროვნული ინტერესების გატარება და ჩვენი ქვეყნის ინტერესები.

„ჩვენ ვართ სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს და ვართ გამორჩეული ვარსკვლავი, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, ჩვენი მიღწეული რეფორმებით, საქმეებით და ა.შ. იგივე გამჭვირვალობა ვახსენე, კორუფციასთან ბრძოლა, მედია თავისუფლების კუთხით, ყველა მიმართულებით, სასამართლოსთან მიმართებით. ჩვენ გვაქვს ყველაზე მოწინავე პოზიციები. თუ რაიმე კრიტიკული მოსაზრება არსებობს, ამას ჩვენ მოვისმენთ, რა თქმა უნდა, გვექნება დისკუსია, გავუზიარებთ ერთმანეთს მოსაზრებებს, მაგრამ ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ჩვენი ეროვნული ინტერესების გატარება და ჩვენი ქვეყნის ინტერესები“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S