Accentnews.ge
"ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით სპეკულირებს სააკაშვილი და მისი რადიკალური ჯგუფი"

"ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით სპეკულირებს სააკაშვილი და მისი რადიკალური ჯგუფი"

17/07/2021 09:00:45 პოლიტიკა

დიდი ამორალური საქციელია კოლეგის სიკვდილით სპეკულირება და ამით საზოგადოების მანიპულირება, სპეკულირებს ერთადერთი დესტრუქციული ძალა - სააკაშვილი და მისი რადიკალური ჯგუფი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასაშუალებების ორგანიზებით, პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე აქციებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ჟურნალისტებს ჰქონდეთ თავისუფალი გადაადგილების და მუშაობის საშუალება.

„რასაც ვუყურებთ ბოლო დღეების განმავლობაში, ერთგვარი აჟიოტაჟი, რომელიც ატეხილია ჩვენს საზოგადოებაში, არის აბსოლუტურად მიუღებელი. ხალხი ძალიან კარგად ხედავს თუ ვინ დგას სიმართლის მხარეს. ეს არის პოლიტიკური აქცია, მინდა მივუსამძიმრო ყველა ჟურნალისტს კოლეგის გარდაცვალება, ეს არის ჩვენთვის ყველასთვის ძალიან დიდი ტრაგედია, მაგრამ ამავე დროს დიდი ამორალური საქციელია კოლეგის სიკვდილით სპეკულირება და ამით საზოგადოების მანიპულირება. სპეკულირებს ერთადერთი დესტრუქციული ძალა - სააკაშვილი და მისი რადიკალური ჯგუფი. ვინც ახლა არის გაერთიანებული ამის გარშემო, რა თქმა უნდა ატარებს სააკაშვილის პოლიტიკას. ჟურნალისტების ნაწილი პირდაპირ არის ჩაბმული ამ პოლიტიკურ კამპანიაში და აქციებში, ეს ჯანსაღად არ აისახება მედიაგარემოზე, მაგრამ ეს მათი არჩევანია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჟურნალისტებს ჰქონდეთ თავისუფალი გადაადგილების და მუშაობის საშუალება. ჩვენთან მედიათავისუფლება არის აბსოლუტურად გარანტირებული, 2 კვირის ფარგლებში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გახსნას ტელევიზია და მედიამ დაიწყოს თავისუფლად ოპერირება საქართველოში“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ამასთან, როგორც პრემიერმა განაცხადა, ძალადობის ყველა ფაქტს, რომელიც იყო ჩადენილი მედიის მიმართ, მაქსიმალურად მოკლე დროში გამოიძიებენ და ყველას დასჯიან სათანადოდ:

„ძალიან ბევრი სპეკულაცია მოვისმინეთ, მინდა, გავაერთიანო და გამოვკვეთო 5-6 ივლისის მოვლენები. პოლიციამ იმუშავა მაღალ დონეზე. ამ ორი დღის განმავლობაში ჩვენ დავაკავეთ 120 ადამიანი. 6 ივლისს მოხდა 100 ადამიანის დაკავება და ძალადობის ფაქტებზე მოხდა 22 ადამიანის დაკავება. ყველა ძალადობის ფაქტს, რომელიც იყო ჩადენილი თქვენს მიმართ, თქვენს წინააღმდეგ, მაქსიმალურად მოკლე დროში გამოვიძიებთ და ყველას დავსჯით სათანადოდ".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S