აშშ–ის ელჩი: „სანქციები ერთ-ერთი ინსტრუმენტია სხვა მრავალიდან“
16/07/2021 10:55:31 პოლიტიკა
საქართველოში აშშ–ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, სანქციები ერთ-ერთია იმ მრავალი ინსტრუმენტიდან, რომელიც არსებობს“.
მისი თქმი, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის შემაშფოთებელი მესიჯები სერიოზულად უნდა მივუდგეთ და არ აღვიქვათ, თითქოს ის ნაჩქარევად გაკეთდა.
„თქვენ ნახავდით განცხადებებს, რომლებიც გააკეთა აშშ-ის საელჩომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, რომ ჩვენ ღრმად, ღრმად იმედგაცრუებულები ვართ იმის გამო, თუ როგორ განვითარდა პროცესები. ქართული პარტიები, მათ შორის მმართველი პარტია დათანხმდა, რომ უზენაეს სასამართლოში დანიშვნები შეჩერდებოდა მანამ, სანამ არ მოხდებოდა ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული სასამართლო რეფორმა. ჯერჯერობით ეს არ მომხდარა და ამიტომაც არის, რომ ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ.
პარლამენტს მოსამართლეების დანიშვნის შეჩერება შეეძლო. განცხადებები, რომლებიც გაავრცელა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ, მათ შორის სახელმწიფო მდივანმა, არ არის ნაჩქარევად გაკეთებული.
ეს არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის შემაშფოთებელი მესიჯები, რომელსაც სერიოზულად უნდა მივუდგეთ და არ უნდა უგულებელვყოთ და აღვიქვათ, თითქოს ის ნაჩქარევად გაკეთდა“,– ელჩმა თემის კმენტირებისას.
შეგახსენებთ, რომ პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას შეთანხმების მიუხედავად მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერებაზე უარის თქმის გამო აკრიტიკებენ.


