Accentnews.ge
აშშ საქართველოს მთავრობას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებს

აშშ საქართველოს მთავრობას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებს

16/07/2021 06:29:25 პოლიტიკა

აშშ საქართველოს მთავრობას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.

"აშშ უკიდურესად წუხს უზენაესი სასამართლოს ექვსი მოსამართლის დამტკიცების თაობაზე საქართველოს პარლამენტის 12 ივლისის გადაწყვეტილების გამო, რაც ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმებას, რომელიც მმართველი და ოპოზიციური პარტიის წევრებს შორის იყო მიღწეული. ევროკავშირის და აშშ-ის შუამავლობით და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ეგიდით ხელმოწერილი 19 აპრილის შეთანხმება ავალდებულებს ხელმომწერ მხარეებს, შეაჩეროს „ყველა მიმდინარე დანიშვნა“ უზენაეს სასამართლოში, ვიდრე არ იქნება მიღებული „ამბიციური მართლმსაჯულების რეფორმა“ ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული რეფორმების პროცესში.

ჩვენ მოვუწოდეთ საქართველოს მთავრობას, შეასრულოს 19 აპრილის შეთანხმება, მათ შორის უზენაეს სასამართლოში დანიშვნების შეჩერებით ყოვლისმომცველი, გამჭვირვალე და ინკლუზიური მართლმსაჯულების რეფორმის ჩატარებამდე. ეს არის ის, რაზეც პოლიტიკურ ლიდერები და მათ შორის მმართველი პარტია შეთანხმდნენ. ამის ვერ მიღწევა კიდევ უფრო შეარყევს საქართველოს საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების ნდობას საქართველოს მართლმსაჯულების მიმართ და საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას საფრთხეს უქმნის. 19 აპრილის შეთანხმების არასრულად ამოქმედება ასევე შეასუსტებს ინვესტორების ნდობას და საქართველოს პოლიტიკური თუ სოციალური ინსტიტუტების მდგრადობას.

აშშ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, აღადგინოს მათი ვალდებულება დემოკრატიული პრინციპებისადმი და კანონის უზენაესობისადმი და ამასთან ერთად, გაამყაროს პარტნიორობა აშშ-თან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან“, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S