Accentnews.ge
თურქეთის ელჩი – 5 ივლისის მოვლენებზე: „დემოკრატია ღირებულია და ჩვენ თავდასხმის ქვეშ ვართ“

თურქეთის ელჩი – 5 ივლისის მოვლენებზე: „დემოკრატია ღირებულია და ჩვენ თავდასხმის ქვეშ ვართ“

16/07/2021 06:18:51 პოლიტიკა

საქართველოში თურქეთის ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი „ტვ პირველის“ ოპერატორის ოჯახს, მედიას ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო უსამიმრებს და ამბობს, რომ 5 ივლისს განვითარებული მოვლენები ერთმნშვნელოვნად ძალადობა იყო მედიაზე.

მისი თქმით, ნებისმიერი მიზეზით ძალადობა მიუღებელია.

„ის, რაც 5 ივლისს მოხდა, არის ძალადობა მედიის წინააღმდეგ. ჯგუფებმა, რომლებმაც ვერ შეძლეს, თავს მათვარ სამიზნეს დასხმოდნენ, მედიის წარმომადგენლებს გაუსწორდნენ. ვფქრობ, იმისთვის, რომ პროვოცირება მოეხდინათ და ხელი შეეშალათ გარკვეული პროცესებისთვის საქართველოში. საქართველოსთვის, ისევე როგორც თურქეთისთვის, დემოკრატია ძალზედ ღირებულია, რადგან მუდმივ განვითარებაშია და ჩვენ თავდასხმის ქვეშ ვართ. საზოგადოებრივი სიმშვიდე, კარგი მმართველობა, ძლიერი სახელმწიფო, ანგარშვალდებულება და პასუხისმგებლობა – ეს ის საკითხებია, რაც ქმნის ნამდვილ, ჯანსაღ დემოკრატიას. ისევე როგორც თურქეთში, საქართველოშიც საჭიროა დიალოგი საზოგადობის სხვადასხვა ნაწილებს შორის იმის ხაზგასასმელად, რომ არსებობს ზღვარი. ძალადობა მიუღებელია ნებისმიერი მიზეზით“,– განაცხადა თურქერთის ელჩმა.

შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს სირცხვილიას ოფისში სასტუკად ნაცემი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. მედიის წარმომადგენლები პასუხსმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და მოითხოვენ, მმართველმა გუნდმა აიღოს პასუხისმგებლობა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S