ბლინკენი: “აშშ ღრმად შეწუხებულია საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დამტკიცების გამო, რაც 19 აპრილის შეთანხმებას ეწინააღმდეგება”
16/07/2021 05:31:52 პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების დამტკიცება ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმებას.
ამის შესახებ ბლინკენი „ტვიტერზე“ წერს.
„აშშ ღრმად არის შეწუხებული საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების დამტკიცების გამო, რაც ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმებას. ამბიციური სასამართლო რეფორმა კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს წარმატებისთვის“, – წერს ბლინკენი.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა არაერთგზის მოწოდებისა და შეთანხმებაზე ხელმოწერის მიუხედავად, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი არ შეაჩერა.


