"5 ივლისს მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმა წახალისებული იყო "ოცნების" ლიდერების მიერ"
15/07/2021 19:50:23 პოლიტიკა
"ჰელსინკის კომისიის" თავმჯდომარე, სენატორი ბენ კარდინი აცხადებს, რომ 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე თავდასხმები "ქართული ოცნების" ლიდერების მხრიდან იყო წახალისებული.
მისი თქმით, ძალადობასა და ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე პასუხისმგებელ პირებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ.
"5 ივლისს "პრაიდის" მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმას, რადიკალური მემარჯვენე ელემენტების მხრიდან, რომელიც წახალისებული იყო "ქართული ოცნების" ლიდერების მიერ, ჟურნალისტებზე ძალადობა მოჰყვა, რომლებიც დაპირისპირებას აშუქებდნენ. ამ ჰომოფობიური ძალადობის შემოქმედებს, ისევე როგორც მათ, ვინც პასუხისმგებელია ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებაზე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. სამარცხვინოა, რომ "ოცნების" ლიდერები ყურადღების გადატანას იმ პროფესიონალი ჟურნალისტების დაგმობით ცდილობენ, რომლებიც მხოლოდ თავიანთ საქმეს ასრულებდნენ",- აცხადებს სენატორი "ამერიკის ხმასთან" საუბრისას.


