პრეზიდენტმა სახელმწიფო ინსპექტორთან შეხვედრაზე მიმდინარე მოვლენები განიხილა და მის ჩართულობას მხარდაჭერა გამოუცხადა
15/07/2021 17:18:03 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო ინსპექტორს ლონდა თოლორაიას შეხვდა.
პრეზიდენტის პრეს–სამსახურის ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე სახელმწიფო ინსპექტორმა პრეზიდენტს საკუთარი საქმიანობა გააცნო.
„საუბარი შეეხო მიმდინარე მოვლენებს და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მნიშვნელობას. პრეზიდენტმა სახელმწიფო ინსპექტორის ჩართულობას მხარდაჭერა გამოუცხადა“, – აღნიშნულია პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.


