კობახიძის ინფორმაციით, შარლ მიშელი საქართველოში ივლისში ჩამოვა
14/07/2021 19:24:32 პოლიტიკა
“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ვიზიტი 19 ივლისისთვის იგეგმება.
როგორც კობახიძემ “რუსთავი 2-ის” ეთერში აღნშნა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს მიაწვდიან ინფორმაციას ძალადობრივ მოვლენებზე სახელმწიფოს რეაგირებაზე.
“როგორც ვიცი, 19 ივლისს აპირებს ჩამოსვლას [შარლ მიშელი]. 5 ივლისს რაც შეეხება, ჩვენ ახლაც ვაწვდით და შარლ მიშელსაც მივაწვდით ინფორმაციას რა რისკები იყო მოსალოდნელი, რა რისკები იყო გათვლილი, როგორ იმოქმედეს სამართალდამცავებმა და ა.შ. მათ შორის მივაწვდით ინფორმაციას როგორი რეაქცია ჰქონდა სახელმწიფოს მას შემდეგ, რაც სამწუხაროდ ეს ძალადობა იქნა ჩადენილი” – ამბობს ირაკლი კობახიძე.
კობახიძე კვლავ ირწმუნება, რომ მმართველი გუნდი ზედმიწევნით ასრულებს მიშელის ეგიდით შედგენილი შეთანხმების დოკუმენტის პირობებს და ევროკომისიის კრიტიკას კი “ცალკეული ჩინოვნიკის მიერ არასწორად მიწოდებული ინფორმაციის შედეგს” უკავშირებს.


