Accentnews.ge
მანჯგალაძე – უნდობლობის პროცედურაზე: „პრობლემა თეორიულად არაა, მაგრამ 50 ხელმოწერა ამ წუთას არ გვაქვს“

მანჯგალაძე – უნდობლობის პროცედურაზე: „პრობლემა თეორიულად არაა, მაგრამ 50 ხელმოწერა ამ წუთას არ გვაქვს“

14/07/2021 17:11:39 პოლიტიკა

სტრატეგია აღმაშენებლის წევრის, დეპუტატ პაატა მანჯგალაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ოპოზიციას, მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის დასაწყებად საკმარისი ხელმოწერა ამ დროისთვის არ აქვს.

„ბატონ ჯაფარიძესთან ერთად შევხვდით პოლიტიკურ გუფებს, რამდენიმემ (კოლეგიალობიდან გამომდინარე არ დავასახელებ), დრო ითხოვა. 50 ხელმოწერის პრობლემა თეორიულად არაა, მაგრამ 50 ხელმოწერა ამ წუთას არ გვაქვს. გვაქვს 46 დეპუტატის თანხმობა, დანარჩენები ფიქრობენ“,– განაცხადა მანჯგალაძემ „პალისტრანიუსის“ ეთერში.

მისი თქმით, დეპუტატების, რომლებიც „ფიქრობენ“, არგუმენტია, რომ „მაინც ვერ გავიყვანთ 76–ხმაზე“.

ცნობისთვის: უნდობლობის პროცედურის დასაწყებად 50 დეპუტატის თანხმობაა საჭირო, უნდობლობის გამოცხადებისთვის – 76.

ინფორმაციისთვის: როგორც ოფიციალური განცხადებებიდანაა ცნობილი, პროცედურის დაწყბაში პერსპექტივას ვერ ხედავენ „გირჩი“, „მოქალაქეები“, ხოლო ერთი ადამიანის გადაყენებაში – „საქართველოსთვის“.

ოპოზიციის ნაწილმა 12 ივლისს განაცხადა, რომ პარლამენტს კვლავ ბოიკოტს უცხადებს და მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურებს იწყებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S