ვახტანგ გომელაური: "ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ზაზა გახელაძე ოჯახში დაბრუნებულიყო"
14/07/2021 16:32:56 პოლიტიკა
ყველაფერი გავაკეთეთ რომ ეს ადამიანი ოჯახში დაბრუნებულიყო, თავის შვილებთან, მეგობრებთან, ახლობლებთან - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.
"მივულოცავ ოჯახს პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია ეს თემა, ზაზა გახელაძეს თვეები მოუწია ციხეში ყოფნა, უკანონოდ იყო დაკავებული, თუმცა ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს ადამიანი ოჯახში დაბრუნებულიყო, თავის შვილებთან, მეგობრებთან, ახლობლებთან", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შეგახსენებთ, რომ ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს ოკუპანტებმა დაჭრეს და დააკავეს “საზღვრის” დარღვევისთვის. მოგვიანებით მას ბრალი ჯარისკაცის მკვლელობის მცდელობაშიც დასდეს და 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.
გახელაძე შინ დღეს დაბრუნდა.


