Accentnews.ge
ირაკლი ღარიბაშვილი ერგნეთში ჩავიდა

ირაკლი ღარიბაშვილი ერგნეთში ჩავიდა

14/07/2021 15:05:48 პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ერგნეთში ჩავიდა. პრემიერი შს მინისტრთან და სუს-ის უფროსთან ერთად დახვდება ზაზა გახელაძეს.

უკანონო პატიმარს, რომელიც ოოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობას 1 წელი ჰყავდა დაკავებული, ქართულ მხარეს დღეს გადმოსცემენ.

ზაზა გახელაძეს ელოდებიან მედიის წარმომადგენლები და ოჯახის წევრები.

5 თებერვალს, ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დღეს ცნობილი გახდა დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის მიერ საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძის "შეწყალების" თაობაზე. ოსური დე ფაქტო საგარეო უწყების მტკიცებით, შეწყალების თხოვნით ანატოლი ბიბილოვს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა მიმართა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S