„რა ჯანდაბა უნდა ევროკავშირის დროშას საქართველოს მთავრობის პრეს–კონფერენციაზე?“
14/07/2021 13:08:02 პოლიტიკა
ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტოომას ჰენდრიკ ილვესი ეხმიანება ქართველი ჟურნალისტების მიერ მთავრობის კანცელარიაში მოწყობილ პროტესტს, რომელიც „ტვ პირველის“ ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებას მოჰყვა.
კადრში ჩანს, რომ მთავრობის პრეს–კონფერენციაზე საქართველოს დროშასთან ერთად ევროკავშირის დროშაცაა ტრიბუნასთან დამონტაჟებული. ილვესი ინტერესდება, თუ „რა ჯანდაბა უნდა ევროკავშირის დროშას საქართველოს მთავრობის პრეს–კონფერენციაზე“.
„რა ჯანდაბა უნდა საქართველოს მთავრობის პრეს-კონფერენციაზე ევროკავშირის დროშას, რომელიც დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის სიმბოლოა?" –წერს ილვესი.
შეგახსენებთ, რომ 15 მარტს იგივე კითხვით ილვესი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინტერვიუს გამოეხმაურა.


