Accentnews.ge
თბილისსა და ბაქოს შორის დაძმობილების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

თბილისსა და ბაქოს შორის დაძმობილების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

14/07/2021 12:11:18 პოლიტიკა, საზოგადოება

თბილისსა და ბაქოს შორის დაძმობილების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ აზერბაიჯანში, ბაქოს აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელთან ელდარ აზიზოვთან შეხვედრისას განაცხადა, დდოკუმენტის გაფორმებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

„ბაქო თბილისისთვის 21-ე დაძმობილებული ქალაქი გახდება. ეს დიდ წვლილს შეიტანს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების გაღრმავებაში. შექმნის პირობებს, რომ ჩვენი ურთიერთობები გახდეს უფრო საინტერესო და მეგობრული სხვადასხვა სფეროში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თავის მხრივ, აზიზოვმა აღნიშნა, რომ საქართველო-აზერბაიჯანს შორის დიდი ხნის მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებთ:

„დღეს ქვეყნებს შორის ურთიერთობები მრავალ სფეროში ვითარდება. ორმხრივი ვიზიტები ქმნის ახალ შესაძლებლობებს ჩვენი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის“.

თბილისი და ბაქო 1997 წლიდან არიან პარტნიორი ქალაქები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S