Accentnews.ge
დეპუტატი "ოცნებიდან": "სანქციების დაწესების რეალური საშიშროება არ არსებობს"

დეპუტატი "ოცნებიდან": "სანქციების დაწესების რეალური საშიშროება არ არსებობს"

14/07/2021 12:00:19 პოლიტიკა

"ყველა რეკომენდაცია, რომელიც ვენეციის კომისიის მიერ იყო გაცემული, ჩვენ მიერ დროშია შესრულებული", – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

როგორც მან განაცხადა, სანქციების დაწესების რეალური საშიშროება არ არსებობს:

„შარლ მიშელის დოკუმენტში არსებული ჩანაწერი, რომ დროებით შეჩერებულიყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნა, გულისხმობდა, რომ კანდიდატებს დამატებით მისცემოდათ საშუალება, მათი ნომინირება ყოფილიყო. ეს პირობა შევასრულეთ, შევაჩერეთ პროცედურა და საშუალება მივეცით, ნომინირების საშუალება სხვებაც ჰქონოდათ. ზოგადი ნათქვამის გარდა, გვაინტერესებს, კონკრეტულად რომელ კანონში რა ცვლილება უნდა იყოს ისეთი, რომელიც ამ პროცესის სანდოობას გაზრდის, რადგან ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სიტყვა-სიტყვით შევასრულეთ და ეს რეფორმა მომავალ წელს, საგაზაფხულო სესიაზე უნდა დასრულდეს. საუბარია ფინანსურ ნაწილში შესაძლო 75 მილიონ ტრანშზე, სესხზე. ამ პროცესში ვთანამშრომლობთ, ახსნა-განმარტების რეჟიმი გვაქვს პარტნიორებთან და მოვლენებს წინ ნუ გავასწრებთ. არანაირი რეალური საშიშროება სანქციების არ არსებობს. მესმის, რომ გარკვეული ოპოზიციური პარტიებიდან რეპორტები მიდის, მაგრამ არსებობს ჩვენი ოფიციალური პოზიციები, რის შემდეგაც საბოლოო ჯამში ხდება გადაწყვეტილებების მიღება“.

ამავე თემაზე: სახელმწიფო დეპარტამენტი: "წინასწარ არ ვსაუბრობთ სანქციებზე, თვალს ვადევნებთ საქართველოში არსებულ ვითარებას დიდი ყურადღებით"

ევროკომისიამ მოსამართლეების დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირის დახმარების პირობითობა შეახსენა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S