Accentnews.ge
"ადამიანის ფუნდამენტური უფლებები გარანტირებული და დაცული უნდა იყოს"

"ადამიანის ფუნდამენტური უფლებები გარანტირებული და დაცული უნდა იყოს"

13/07/2021 17:05:00 პოლიტიკა

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის სპიკერი პიტერ სტანო ბოლო პერიოდში თბილისში განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებსა და "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტს ეხმიანება და ლაშქარავას გარდაცვალების გარემოებები გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად უნდა გამოიძიონ.

"ძალიან სამწუხაროა, ის რაც ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში ვიხილეთ, განსაკუთრებით კი ოპერატორის გარდაცვალება. მნიშვნელოვანია, რომ მისი გარდაცვალების გარემოებები ნათლად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად იქნეს გამოძიებული", – აცხადებს სტანო.

როგორც მან აღნიშნა, საქართველომ თავად გააკეთა ევროპული ღირებულებების გატარებაზე განაცხადი და შესაბამისადაც უნდა იმოქმედოს:

"ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები, იმის მიუხედავად, ეკუთვნიან თუ არა ისინი ეთნიკურ, ენობრივ, ეროვნულ, გენდერულ თუ სექსუალურ უმცირესობას, გარანტირებული და დაცული უნდა იყოს".

მისი თქმით, "ევროკავშირი განვითარებულ მოვლენებს მხედველობაში მიიღებს ორმხრივი დიალოგების ფარგლებში".

ცნობისთვის: 5 ივლისს განვითარებული ძალადობრივი მოვლენების შემდეგ "ღირსების მარში" არ გაიმართა. "პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა იძალადეს, მათ შორის მედიაზე. მათი ძალადობის შედეგად დაშავდა 53 ჟურნალისტი, "ტვ პირველის" სასტიკად ნაცემი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა კი 11 ივლისს დილით, დედამ საკუთარ საწოლში გარდაცვლილი ნახა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S