კალაძე: "ძალადობაა ისიც, რაც ზოგიერთი ტელევიზიის მხრიდან ხდება"
13/07/2021 13:44:54 პოლიტიკა
თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებზე სასტიკი ძალადობის ფაქტებზე დასმული კითხვის პასუხად ამბობს, რომ ძალადობა მხოლოდ ფიზიკური არ არის და რომ „მაგალითად, ტელევიზიები ფსიქოლოგიურადაც ძალადობენ“.
"ძალადობა მარტო ფიზიკური არ არის, რომ მუშტი დაარტყა ვიღაცას, ძალადობა არის ფსიქოლოგიურიც, რაც კონკრეტული ტელევიზიების მხრიდან ხდება. ამას დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ მომავალში. ის, ვნახეთ დედაქალაქის ქუჩებში - ზოგადად ძალადობა არის მიუღებელი და ჩვენ ამას კატეგორიულად ვემიჯნებით. ჩვენ გუშინაც მოვისმინეთ განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ადამიანი იქნება მკაცრად დასჯილი, ყველა დეტალი იქნება გამოძიებული, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ამ ძალადობაში. ყველას მოეთხოვება პასუხი". - თქვა კახა კალაძემ.
5 ივლისის ძალადობრივი მოვლენებისას 53 ჟურნალისტი დაშავდა. 5 ივლისს სასტიკად ნცემი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს სახლში გარდაცვლილი დედამ იპოვა. ლაშქარავა დღეს დაკრძალეს.


