კინზინგერი გმობს ძალადობას საქართველოში და იმედოვნებს, რომ "სასამართლო იქნება დამოუკიდებელი"
13/07/2021 06:00:17 პოლიტიკა
ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი თბილისში ბოლო დღეებში განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს გმობს.
“კონგრესმენი ძალადობით აღშფოთებულია, რომელიც ახლა სიკვდილით დასრულდა. იგი მოუწოდებს ყველა მხარეს შეინარჩუნოს სიმშვიდე. მათ, ვინც დააკავეს, პასუხი უნდა აგონ დანაშაულებზე. იგი იმედოვნებს, რომ სასამართლო იქნება დამოუკიდებელი”, – განუცხადეს "ამერიკის ხმას" კონგრესმენის ოფისში.
11 ივლისს "ტვ პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. 5 ივლისის აქციაზე მას რადიკალური დაჯგუფებების წარმომადგენლები სასტიკად გაუსწორდნენ.


