ეუთო-ს თავმჯდომარე - ლაშქარავას გარდაცვალებაზე: "დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ"
13/07/2021 05:57:27 პოლიტიკა
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ან ლინდე "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ.
"შოკირებული ვარ ლექსო ლაშქარავას ტრაგიკული გარდაცვალებით. თანაგრძნობას ვუცხადებ მის ოჯახსა და მეგობრებს. ჟურნალისტისა და LGBTIQ საზოგადოების წევრების მიმართ ძალადობა სრულიად მიუღებელია. დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ", - წერს ან ლინდე სოციალურ ქსელში.
11 ივლისს ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. 5 ივლისის აქციაზე მას რადიკალური დაჯგუფებების წარმომადგენლები სასტიკად გაუსწორდნენ.


