"ვგმობ ჟურნალისტების, ტურისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ საქართველოში განხორციელებულ თავდასხმებს"
13/07/2021 05:05:22 პოლიტიკა
ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში თბილისში ბოლო დღეებში განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს გმობს და აცხადებს, რომ დამნაშავეები უნდა დაისაჯონ
"თავდასხმები ჟურნალისტების, ტურისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ საქართველოში დასაგმობია, ვლოცულობ ბატონ ლაშქარავასა და მისი ოჯახისთვის. ამ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ. კანონის უზენაესობა მხარს უჭერს მშვიდობიან დემონსტრანტებს და არა მოძალადე დამნაშავეებს. საქართველომ უკეთესს უნდა მიაღწიოს“, – წერს სენატორი ჯიმ რიში სოციალურ ქსელში.


