Accentnews.ge
რატომ არ იყო შსს ლაშქარავას საქმის მსგავსად ოპერატიული 5 ივლისის ძალადობაზე – მდინარაძის ვერსია

რატომ არ იყო შსს ლაშქარავას საქმის მსგავსად ოპერატიული 5 ივლისის ძალადობაზე – მდინარაძის ვერსია

12/07/2021 19:48:14 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერს მამუკა მდინარაძეს „რუსთავი 2-ის“ ეთერში ჰკითხეს, ოპერატიული საგამოძიებო რესურსი რატომ არ იყო „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას საქმის მსგავსად 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენების გამოძიებისას გამოყენებული, მით უფრო, რომ არსებობს ძალადობრივი მოვლენების ამსახველი კადრები.

„არ არის სწორი, რომ არ არის ამაზე რეაგირება. დღეის მდგომარეობით, თუ არ ვცდები, 20 ადამიანია დაკავებული კონკრეტული ბრალდებით. გამოძიება არ არის ისეთი მარტივი საქმე, რომ 20 ადამიანის მიმართ, სადაც ტომებია ხოლმე… ჩვენი სტანდარტი მტკიცებულებების, ბოლო წლებში განსაკუთრებით, ძალიან მაღალია და 1-2 მტკიცებულებით ადამიანს არ აკავებენ. იმ ადამიანებსაც, რაც არ უნდა „ბნელები“ იყვნენ (და ასე მიმაჩნია მეც და საშინელებაა, წარმოუდგენელია ჟურნალისტზე, არ უნდა მოგაფიქრდეს, არ უნდა გააკეთო), მაგრამ ამ ადამიანების მიმართაც კი კანონი მაღალ სტანდარტს ითვალისწინებს. მათ უბრალო მტკიცებულებით, მხოლოდ კადრითაც კი ვერ დააკავებ, ისე მარტივი არ არის. ნუ შევიყვანთ შეცდომაში მაყურებელს და ნუ ვეტყვით, რომ კადრი არსებობს და მტკიცებულებებზე.. ეს იყო 2012 წლამდე მიდგომა“, – ამბობს მდინარაძე.

ტელეწამყვანი დაინტერესდა, თუ ოპერატიულად რეაგირებს შსს, რატომ არ ხდება საზოგადოების ასევე ხშირად ინფორმირება.

“ეს შეიძლება, შსს-ს ხარვეზად ჩავთვალოთ“,– განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, ლაშქარავას საქმეზე შსს-ს ხშირი ბრიფინგების ჩატარება მოუწია „იმიტომ, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა ვერავინ შეძლოს“.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის განმავლობაში შსს–მ ლექსო ლაშქარავას საქმის ირგვლივ, „საზოგადოებრის ინფორმირების“ არგუმენტით სამი ბრიფინგი გამართა. აქედან პირველი ორი ძირითადად ლაშქარავას გადაადგულების ტრაექტორიას და ნარკოტიკული საშუალებებით ზედოზირებაზე ირიბ მინიშნებებს დაეთმო. მესამე ბრიფინგზე კი, რომელიც დღეს, 21:00 საათისთვის გაიმართა, განაცხადეს, რომ ქიმიური ექსპერტიზით, გვამში სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები აღმოჩნდა და შესაძლოა, გარდაცვალება ზედოზირებას გამოეწვია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S