ბათუმში, მთავრობის სახლთან შეხლა–შემოხლაა, არიან დაკავებულები
12/07/2021 15:05:57 პოლიტიკა
ბათუმში, მთავრობის სახლთან შეხლა–შემოხლაა. როგორც ირკვევა, მთავრობის მთავრობის მეთაურთან – თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას უშედეგოდ ითხოვდნენ დეპუტატები, შემდეგ კი დემონსტრანტებმა შენობას პროტესტის ნიშნად წითელი საღებავი შეასხეს და სავარაუდოდ, ამას მოჰყვა დაპირისპირება.
ადგილზე შეკრებილი დემოსტრანტები აცხადებენ, რომ დღეს პოლიცია განსაკუთრებით აგრესიულია.
ისინი სამი პირის დაკავების შესახებ იუწყებიან. სავარაუდოდ, მათ შორის, საუბარია ერთ–ერთ დეპუტატზეც.
„რამდენიმე ასეულ ადამიანს გადაგვიარეს სპეცრაზმელებმა. არ გვაძლევენ საშუალებას, მთავრობის წევრებს დაველაპარაკოთ“,– განაცხადა აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ.
აქციაზე მყოფი „ლელოს“ წევრი ირაკლი კუპრავა ამბობს, რომ დეპუტატებს არ მისცეს უფლება, შესულიყვენ მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში და ამას მოჰყვა დაძაბულობა.
ადგილზე პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა.
აქცია მიმდინარეობს თბილისშიც, პარლამენტის შენობის წინ.


