Accentnews.ge
გახარიას გუნდის წევრი ხოჯევანიშვილი: "მთავრობის გადადგომას აზრი არ აქვს, ცვლილებები არჩევნების გზით უნდა მოხდეს"

გახარიას გუნდის წევრი ხოჯევანიშვილი: "მთავრობის გადადგომას აზრი არ აქვს, ცვლილებები არჩევნების გზით უნდა მოხდეს"

12/07/2021 10:35:08 პოლიტიკა

ექს–პრემიერ გიორგი გახარიას გუნდის (პარტია "საქართველოსთვის") წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი აცხადებს, რომ შექმნილ ვითარებაში მთავრობის გადადგომას "აზრი არ აქვს".

როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში ცვლილებები არჩევნების გზით უნდა განხორციელდეს:

"ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არჩევნების გზით უნდა დააფიქსირონ თავისი პოზიცია და ეს იქნება უახლოეს არჩევნებზე. მთავრობის გადადგომას დღეს არანაირი აზრი არ აქვს, იმდენად დისკრედიტირებულია მთლიანად ხელისუფლება და სამთავრობო გუნდი. ამიტომ, ცვლილებები უნდა მოხდეს არჩევნების გზით".

კითხვაზე, ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებზე, მათ შორის "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ხოჯევანიშვილმა შემდეგი განაცხადა:

"როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი პასუხისმგებლობა ამ ფაქტთან დაკავშირებით უნდა დადგეს, იმიტომ, რომ საზოგადოებამ ნახოს, თუ როგორი რეაგირება უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს მსგავს ტრაგედიებზე. ეს იყო ორკესტრირებული შეტევა მედიაზე იმ დღეს, როდესაც სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მოქალაქეების, მათ შორის მედიის უსაფრთხოება"..

მისივე თქმით, უნდა დაისაჯოს ყველა ადამიანი, ვისაც მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმასთან აქვს კავშირი:

"უნდა დაისაჯოს ყველა ადამიანი, ვისაც იმ დღეს შემხებლობა ჰქონდა სამარცხვინო აქტთან, როგორიც იყო მედიის წარმომადგენლების მიზანმიმართული ცემა. სახელმწიფომ უნდა აჩვენოს, რომ ინსტიტუციები არი არის ჩამოშლილი და დარღვეული, რისი ნიშნებიც ჩვენ გვაქვს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S