Accentnews.ge
"ღარიბაშვილი არ გადადგება, გომელაური არ გადადგება, გყავთ ის მთავრობა, რომელიც გყავთ და მეტი მოუსმინეთ მას"

"ღარიბაშვილი არ გადადგება, გომელაური არ გადადგება, გყავთ ის მთავრობა, რომელიც გყავთ და მეტი მოუსმინეთ მას"

12/07/2021 10:06:35 პოლიტიკა

საქართველოს ვიცე–პრემიერი თეა წულუკიანი მთავრობის მეთაურისა და შემადგენლობის გადადგომას გამორიცხავს.

"ღარიბაშვილი არ გადადგება, გომელაური არ გადადგება. თქვენ გყავთ ის მთავრობა, რომელიც გყავთ და მეტი მოუსმინეთ მთავრობას, რაც არ უნდა გეზიზღებოდეთ ის, რადგან მთავრობის მეთაური რომ ამბობს, რომ შეიძლება იყოს სირთულეები, რომ ორი ამ დონის ერთმანეთთან დაპირისპირებული ძალა გააშორიშოროს, ეს უნდა იქნას ვინმეს მიერ შესმენილი და ჩვენ არ გავწიროთ ის ლგბტ თემი, რომელიც ზოგიერთმა უსინდისო ძალამ საკუთარი ინტერესისთვის გამოიყენა. ამ ადამიანებს ამ ქვეყანაში არავინ ერჩის, მაგრამ მათ აქვთ გამოწვევები, მათი უფლებების დაცვა საჭიროა, განსხვავებული ადამიანი ჩვენ არ უნდა გვძულდეს და ამისთვის ერთად უნდა ვიმუშაოთ. დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ თქვენი ვალდებულებაა, ხელი შეუწყოთ საზოგადოებაში ტემპერატურის დაგდებას და მანამდე, სანამ გამოძიება და ექსპერტიზა თავის სიტყვას იტყვის, არ იძახოთ, რომ თურმე ოპერატორი მოკლა მთავრობამ. ეს სირცხვილია. სირცხვილია ასევე იმის თქმა, რომ თურმე ილია მეორე უნდა ჩავსვათ ციხეში. თქვენ გაქვთ ვალდებულება, რომ რეალობა მიაწოდოთ საზოგადობას და ხელი შეუწყოთ საზოგადოებაში განსხვავებულ ინფორმაციებს შორის ბალანსს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, იქ, სადაც ხდება თავდასხმა ადამიანზე, იქნება ეს ჟურნალისტი თუ სხვა, გამოძიება სწრაფად და ეფექტურად უნდა ჩატარდეს და ყველა დამნაშავე უნდა იქნას დაკავებული:

„იქ, სადაც ხდება თავდასხმა ადამიანზე, იქნება ეს ჟურნალისტი თუ სხვა, გამოძიება სწრაფად და ეფექტურად უნდა ჩატარდეს და რა თქმა უნდა, ყველა დამნაშავე, რომელიც თავს დაესხა ჟურნალისტს, ოპერატორს, იქ მყოფ ნებისმიერ სხვა ადამიანს, უნდა იქნას დაკავებული. ჩვენ ვნახეთ ბევრი დაკავება, არაერთი აღკვეთის ღონისძიება, რა თქმა უნდა, თუკი არიან სხვებიც, ვინც ჯერ რ არის დაკავებული, ისინიც უნდა იქნან დაკავებულები და გამოძიებამ უნდა დააყენოს შედეგი, რადგან ძალადობით ეს ქვეყანა არსად წავა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S