„ადამიანები, რომლებიც ძალადობის გვერდით დგანან, კრემლის სამუშაოს ასრულებენ“
12/07/2021 09:42:51 პოლიტიკა
აშშ–ის ელჩის საქართვლოში კელი დეგნანის განცხადებით, ადამიანები, რომლებიც ძალადობის გვერდით დგანან, კრემლის სამუშაოს ასრულებენ.
„ვიცით, ვინ აფინანსებს პრორუსულ დეზინფორმაციას, ის ადამიანები, რომლებიც ძალადობის გვერდით არიან, ქმნიან არასტაბილურობას და დაკავებულები არიან კრემლის სამუშაოს შესრულებით. ვფიქრობ, ქართველები საკმარისად ჭკვიანები არიან, მიხვდნენ, ვინ დგას მათ უკან“,– განაცხადა კელი დეგნანმა
შეგახსენებთ, რომ მოსკოვში მყოფმა ანტიდასავლური განწყობებით ცნობილმა აწ უკვე პოლიტიკოსმა ლევან ვასაძემ მოსკოვიდან დასავლეთის ქვეყნების საქართველოში მყოფი ელჩები შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია.


