Accentnews.ge
პარლამენტის თავმჯდომარე: „ერი, ბერი – მართლმსაჯულების წინაშე ყველა თანასწორია“

პარლამენტის თავმჯდომარე: „ერი, ბერი – მართლმსაჯულების წინაშე ყველა თანასწორია“

12/07/2021 09:32:15 პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ამბობს, რომ მართლმსაჯულების წინაშე ყველა – „ერი, ბერი“ თანასწორია, მათ შორის, რეაგირების გარეშე არც ძალადობის წამახალისებელი მოწოდებები არ უნდა დარჩეს.

ინფორმაციისთვის: ამ დროისთვის 5–6 ილისის მოვლენებთან დაკავშირებით არც ერთი სასულიერო პირი არაა პასუხისმგებაში მიცემული.

„ეს არის სამწუხარო და ტრაგიკული განვითარება იმ მოვლენების, რომელიც 5 ივლისს დაიწყო, რომელსაც არანაირი გამართლება არ აქვს. სამწუხაროდ, ბევრჯერ მოგვიწევს განმეორება იმ შავი ლაქის, რომელიც ჩვენს ისტორიას დარჩა 5 ივლისის სახით, როდესაც ჩვენ ვიხილეთ ძალადობა ჟურალისტებზე, ოპერატორებზე, ადამიანებზე, რომლებიც თავიანთ მოვალეობას ასრულებდნენ და ჯგუფურად მოხდა მათზე ძალადობა. ჩვენ 21–ე საუკუნეში ვცხოვრობთ, ყველაფერია კამერაზე ასახული. ვერავინ გაექცევა მართლმსაჯულებას. ერი, ბერი – ყველა თანასწორია მართლმსაჯულების წინაშე. ჩვენ სამწუხაროდ, ვისმენდით წახალისებებსაც კი ძალადობაზე, რომელიც არ შეიძლება, დარჩეს რეაგირების გარეშე. ამისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საგამოძიებო უწყებების გახსნილი გამოძიების ჩატარება და პასუხების გაცემა, არამედ პარლამენტის მხრიდანაც მაქსიმალური უნდა გაკეთდეს“,– განაცხადა კახა კუჭავამ.

ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს საპატრიარქოს ორგანიზებით შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფის წევრები მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში ფიზიკურად გაუსწორდნენ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი 11 ივლისს იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო და სიკვდილის მიზეზის დასადგენად ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე მედიასაშუალებების წარმომადგენლები, 5 ივლისის ძალადობის გამო პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და შესაბამისად, ითხოვენ პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას.

დღეს ღარიბაშვილმა მოთხოვნის ავტორებს ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალა უწოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S