Accentnews.ge
ჟურნალისტების ნაწილი და "ტვ პირველის" დირექტორი სხდომათა დარბაზიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს

ჟურნალისტების ნაწილი და "ტვ პირველის" დირექტორი სხდომათა დარბაზიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს

12/07/2021 09:12:01 პოლიტიკა, საზოგადოება

ჟურნალისტების ნაწილი და "ტვ პირველის" დირექტორი ვატო წერეთელი სხდომათა დარბაზიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს.

როგორც ვატო წერეთელი აცხადებს, მას 5 ივლისის მოვლებთან დაკავშირებით უნდოდა კითხვები დაესვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვის.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

"თვალებში ჩახედვით მინდოდა დამესვა კითხვები 5 ივლისზე. რატომ ჟლიტავდნენ ჩემი შვილის ტოლა ბავშვებს, ეს მინდოდა მეკითხა მდინარაძისთვის. კობახიძემ შემომხედა, თვალებში ჩამხედა და მეგონა, რაღაცა ადამიანურს დავინახავდი, მაგრამ პირდაპირ შემომხედა და მითხრა შენ ხარ ნაბიჭვარიო. კობახიძეს მივმართავ, ყველამ თავის კორუმპირებულ ოჯახის წევრებს მიხედოს", – განაცხადა წერეთელმა.

მანდატურის სამსახურმა აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და მედიამენეჯერებს დარბაზი ძალის გაოყენებით დაატოვებინა

ჯერ–ჯერობით გაურკვეველია, როდის დაიწყება სხდომა.

ვითარება ადგილზე კვლავ დაძაბული რჩება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S