Accentnews.ge
კელი დეგნანი: „ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ვინ სურთ მათ ქვეყნის ხელმძღვანელად“

კელი დეგნანი: „ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ვინ სურთ მათ ქვეყნის ხელმძღვანელად“

12/07/2021 09:09:34 პოლიტიკა

მთავრობის პასუხისმგებლობაა, მშვიდობიანი გარემო შექმნას მოქალაქეებისთვის სიტყვის თავისუფლების გამოსახატად, მათ შორისაა, შეკრების და გამოხატვის თავისუფლება, ჟურნალისტური საქმიანობის გამოხატვა. სამწუხაროდ, ეს 5 ივნისს ვერ დავინახეთ,– ამის შესახებ საქართველოში აშშ–ის ელჩმა კელი დეგნანმა უკანასკნელი მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ მომავალში იქნება მეტი დაფასება იმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ღირებულებები და უსაფრთხო გარემოს შექმნა:

„ძალიან ვწუხვართ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. ეს ყველას ტრაგედიაა. ვუსამძიმრებთ ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს. ეს შოკისმომგვრელია. ძალადობა, ნებისმიერი ფორმით, მიუღებელია, განსაკუთრებით, როდესაც ეს მიზნად ისახავს მშვიდობიანი, კონსტიტუციური გამოხატვის უფლებს ხელის შეშლას. მნიშვნელოვანია უმცირესობის, უმრავლესობის უფელაბა დაცული უნდა იყოს. ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ვინ სურთ მათ ქვეყნის ხელმძღვანელად. მნიშვნელოვანია, ყველაფერი წარიმართოს დემოკრატიული პროცესის ფარგლებში. მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ მომავლის რწმენა და იმედი იგრძნოს“,– განაცხადა კელი დეგნანმა.

ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს საპატრიარქოს ორგანიზებით შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფის წევრები მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში ფიზიკურად გაუსწორდნენ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი 11 ივლისს იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო და სიკვდილის მიზეზის დასადგენად ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე მედიასაშუალებების წარმომადგენლები, 5 ივლისის ძალადობის გამო პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და შესაბამისად, ითხოვენ პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S